Accessibility links

site logo site logo

რობერტ სტურუა მოსკოვში გაემგზავრა


თბილისის რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი რობერტ სტურუა მოსკოვში გაემგზავრა. მან თბილისის აეროპორტში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვში წინასწარ მიემგზავრება, რათა ნახოს მდგომარეობა სცენისა, სადაც დასმა უნდა ითამაშოს. სტურუას ინფორმაციით, რუსთაველის თეატრის მსახიობები რუსეთის დედაქალაქში 27 ივნისს ჩავლენ.

„მე იცი, რა მაკვირვებს, რატო ჩვენზე გაქვთ ასეთი აღგზნება?! და აი, როცა ჩამოდიან რუსული თეატრები, მაშინ რაღაც ძაან ტაშით ხვდებით“, - უთხრა რობერტ სტურუამ ტელეკომპანიების, „რუსთავი 2“-ის და „ფორმულა“-ს ჟურნალისტებს.

რეჟისორი მიიჩნევს, რომ ხელოვნებას საზღვარი არ აქვს და ხელოვნების საჩვენებლად მიდის: „რას აკეთებს საქართველო მაშინაც, რო ასეთ სავალალო მდგომარეობაში ჩააყენა რუსებმა“.

რუსთაველის თეატრის დასი მოსკოვში მონაწილეობას მიიღებს ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში და 30 ივნისს, 1 და 2 ივლისს "მოსსოვეტის" თეატრის სცენაზე წარმოადგენს სპექტაკლს „თამაშის დასასრული“. ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქში რუსთაველის თეატრის დასის ჩასვლას საქართველოს საზოგადოების ნაწილში მოჰყვა მკვეთრად უარყოფითი რეაქცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG