Accessibility links

site logo site logo

საქართველოში COVID-19-ით გარდაიცვალა კიდევ 24 ადამიანი


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 24 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 27 956 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 914 შემთხვევა.

დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 3.27%;
  • ბოლო 7 დღის - 2.55%;
  • ბოლო 14 დღის - 2.43%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 635-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 3847 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 238 220 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 84 756 მოქალაქე.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 360 055 შემთხვევა. მათგან 346 217 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5199 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG