Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთში „ჰომოსექსუალობის პროპაგანდის“ შესახებ მიღებული კანონის წინააღმდეგ პედაგოგებმა საპროტესტო აქციები დაიწყეს


უნგრეთი პედაგოგებისა და ფსიქოლოგების მიერ ორგანიზებულმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა მას შემდეგ, რაც ივნისის შუა რიცხვებში უნგრეთის პარლამენტმა სადავო კანონპროექტი მიიღო. დოკუმენტი კრძალავს სკოლებში ისეთი ინფორმაციის განხილვას და გავრცელებას, რომელიც, ხელისუფლების აზრით, ჰომოსექსუალობას და სქესის შეცვლას უწყობს ხელს.
საპროტესტო აქციებზე გამოსული პედაგოგები აცხადებდნენ, რომ ისინი არ აპირებენ შეასრულონ კანონის მოთხოვნა და კვლავაც გააგრძელებენ სკოლის მოწაფეებთან ლგბტ-თემის პრობლემებზე საუბარს.

უნგრეთის სამოქალაქო თავისუფლების კავშირის ხელმძღვანელის, საბოლჩ ხეგის თქმით, უნგრეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ქვეყნის კონსტიტუციის მორალურ არსს ეწინააღმდეგება და იგი „ღიად რეპრესიულია“.


სადავო კანონი კრძალავს წიგნებს, ფილმებსა და ბავშვებისა და მოზარდებისთვის ხელმისაწვდომ სხვა მასალებს, რომლებშიც სექსუალობა არ არის წარმოდგენილი მხოლოდ ჰეტეროსექსუალობად. აკრძალვა ვრცელდება ასევე რეკლამაზე, რომელშიც ჰომოსექსუალები ან ტრანსგენდერები ნორმალურ ადამიანებად არიან წარმოდგენილი. ჯერჯერობით არ არის ნათელი, რა სასჯელს ითვალისწინებს ამ კანონის დარღვევა.

„ჰომოსექსუალობის პროპაგანდის“ შესახებ უნგრეთში მიღებული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ევროპის სხვა ქალაქებშიც ეწყობა. მიუნხენის მუნიციპალური ხელისუფლება გამოვიდა ინიციატივით, რომ ცისარტყელას ყველა ფერით მოირთოს ქალაქის სტადიონი, სადაც ოთხშაბათს გერმანიისა და უნგრეთის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG