Accessibility links

site logo site logo

ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Echowaves 2021 გაუქმდა


2021 წლის ზაფხულში ანაკლიაში დაგეგმილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაუქმდა. Echowaves 2021 წელს 19-22 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო.

"დიდი სურვილისა და შემართების მიუხედავად, წელს ანაკლიაში შეგხვედროდით, სამწუხაროდ, რეგიონსა და მსოფლიოში არსებული არაპროგნოზირებადი კოვიდ ვითარება ამის საშუალებას არ გვიტოვებს. Echowaves-ის გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ფესტივალი 2021 წლის 19-22 აგვისტოს აღარ ჩატარდება. Echowaves 2022 წლისათვის გადაიდო", - ვკითხულობთ ფესტივალის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე.

ორგანიზატორები, მათ, ვისაც აქვს მულტიპასი, მიმართავს:

  • შესაძლებელი იქნება მისი შენახვა და 2022 წელს გამოყენება;
  • შესაძლებელია ბილეთის ღირებულების დაბრუნება (თანხის მისაღებად გადადით www.tkt.ge-ს მიერ მულტიპასის შეძენის დროს მეილსა და მობილურის ნომერზე გადმოგზავნილ ლინკზე და მიჰყევით ინსტრუქციას). ბილეთის ფასის დაბრუნების მსურველებისთვის ლინკი 21 ივნისიდან 21 ივლისამდე იმუშავებს;
  • თუ მოცემულ თარიღებში ბილეთებს უკან არ დააბრუნებენ, მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება 2022 წლის ფესტივალზე.

"Echowaves 2022 წლის 18-21 აგვისტოს ჩატარდება. მალე შევხვდებით ანაკლიაში!" - აცხადებენ ორგანიზატორები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG