Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვია


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კიევში ჩავიდა. ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია კიევში უკრაინის პრეზიდენტის სასახლეში 23 ივნისს გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში ჩატარდება.

კიევში დაგეგმილია შეხვედრები: უკრაინის პრემიერთან, დენის შმიგალთან და უკრაინის ეროვნული რადის თავმჯდომარესთან, დმიტრო რაზუმკოვთან.

საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG