Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ კირკოროვი გამოაცხადა ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშ პირად


ფილიპ კირკოროვი რუსეთთან ყირიმის შეერთების მეშვიდე წლისთავსადმი მიძღვნილ კონცერტზე. 2021 წლის მარტი
ფილიპ კირკოროვი რუსეთთან ყირიმის შეერთების მეშვიდე წლისთავსადმი მიძღვნილ კონცერტზე. 2021 წლის მარტი

უკრაინამ რუსული ესტრადის მომღერალი ფილიპ კირკოროვი შეიყვანა ჩამონათვალში იმ პირებისა, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ოფიციალური ინფორმაცია უკრაინის კულტურის და საინფორმაციო პოლიტიკის ვებსაიტზეა გამოქვეყნებული. გადაწყვეტილება მიღებულია უკრაინის უშიშროების სამსახურის მიმართვის საფუძველზე.

უკრაინაში აკრძალულია ჩვენება სატელევიზიო პროგრამების და ფილმების, რომლებშიც „შავ სიაში“ მყოფი პირები მონაწილეობენ. ამჟამად ამ სიაში 201 პირია.

კირკოროვი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმს და სევასტოპოლს რუსეთის ტერიტორიად მიიჩნევს და ყირიმის ნახევარკუნძულზე უკანონოდ იმყოფებოდა. ანექსირებულ ყირიმში გასტროლის გამო, ფილიპ კირკოროვი არასასურველ პირთა სიაში ჰყავს ლიეტუვასაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG