Accessibility links

site logo site logo

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს თექვსმეტი ნაკრები შემორჩა


ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ოცდაოთხი ქვეყნის ნაკრებიდან თექვსმეტი აგრძელებს ტიტულისთვის ბრძოლას. მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს ექვსივე ჯგუფის პირველ და მეორე ადგილზე გასულმა ნაკრებებმა და უკეთესი შედეგის მქონე ოთხმა მესამეადგილოსანმა. მესამე პოზიცია ჯგუფიდან გასასვლელად არ ეყოთ ფინეთს და სლოვაკეთს. მათ გარდა, ტურნირს გამოეთიშნენ ჯგუფების აუტსაიდერები: თურქეთი, რუსეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, შოტლანდია, პოლონეთი და უნგრეთი.

ჯგუფური ეტაპი სამ-სამი მოგებით და ქულათა მაქსიმალური რაოდენობით დაასრულეს იტალიამ, ბელგიამ და ნიდერლანდებმა. იტალიელებს ერთი გოლიც არ გაუშვიათ მიმდინარე ევროპირველობაზე. გოლი არც ინგლისის ნაკრებს გაუშვია, მაგრამ იტალიელთაგან განსხვავებით, ბრიტანელებმა ჯგუფში ორი ქულა დაკარგეს.

ბომბარდირთა დავაში, ხუთი გოლით ლიდერობს პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ. სამ-სამი გოლი აქვთ ბელგიელ რომელუ ლუკაკუს, ჩეხ პატრიკ შიკს, ნიდერლანდელ ჟორჟინიო ვეინალდუმს, შვედ ემილ ფორსბერგს და პოლონელ რობერტ ლევანდოვსკის, რომელიც ტურნირს უკვე გამოეთიშა.

აქვე მერვედფინალური წყვილებიც:

  • უელსი - დანია
  • იტალია - ავსტრია
  • ნიდერლანდები - ჩეხეთი
  • ბელგია - პორტუგალია
  • ხორვატია - ესპანეთი
  • საფრანგეთი - შვეიცარია
  • ინგლისი - გერმანია
  • შვედეთი - უკრაინა

მერვედფინალური ეტაპი 26-29 ივნისს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG