Accessibility links

site logo site logo

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 656 ადამიანს, 17 გარდაიცვალა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 17 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 30 469 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 656 შემთხვევა.

დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 2.15%;
  • ბოლო 7 დღის - 2.45%;
  • ბოლო 14 დღის - 2.43%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 861-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 2792 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 245 380 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 88 754 მოქალაქე.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 361 484 შემთხვევა. მათგან 347 653 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5228 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG