Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლები ანკარას სტუმრობენ ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოების თურქული გეგმის განსახილველად


ქაბულის საერთაშორისო აეროპორტი, 2017 წელი
ქაბულის საერთაშორისო აეროპორტი, 2017 წელი

აშშ-ის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლები განიხილავენ ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის მომავალს ანკარაში, ამ კვირაში, მას შემდეგ, რაც თურქეთმა აიღო ამ სტრატეგიული ობიექტისთვის უშიშროების უზრუნველყოფის ვალდებულება - ავღანეთიდან ამ წლის ბოლოს საერთაშორისო ძალების დაგეგმილი გამოყვანის შემდეგ.

24 ივნისს დაგმილი იყო თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აქარის შეხვედრა შეერთებული შტატების დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში არიან ოფიციალური წარმომადგენლები შეერთებული შტატების თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტებიდან.

მოლაპარაკებები ანკარაში ტარდება მაშინ, როცა ავღანეთის პრეზიდენტი, აშრაფ ღანი, 24 ივნისს ვაშინგტონში გაემგზავრება ვიზიტად, რომელიც, როგორც თეთრი სახლი ამბობს, "ხაზს გაუსვამს მყარ პარტნიორობას შეერთებულ შტატებსა და ავღანეთს შორის, შეიარაღებული ძალების მიმდინარე გაყვანის ფონზე".

უკანასკნელი კვირების განმავლობაში, თალიბანმა სამთავრობო ძალებისგან ხელში ჩაიგდო კონტროლი ათობით რაიონზე, რამაც გააძლიერა იმის საშიშროება, რომ დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობა ქაბულში და ავღანეთის თავდაცვის დასუსტებული ძალები, შესაძლოა, დაიშალოს, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოკავშირეთა ჯარების დაგეგმილი გამოყვანის შემდეგ, რაც 11 სექტემბრამდე ნდა მოხდეს.

მიიჩნევა, რომ ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტის უსაფრთხოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დიპლომატიური მისიების მუშაობისთვის ავღანეთის გარეთ, ომით განადგურებული ქვეყნიდან დასავლეთის ძალების გასვლის შემდეგ.

ნატოს წევრმა, თურქეთმა, შეთავაზა თავის პარტნიორებს ობიექტის დაცვა და მართვა და ვაშინგტონთან აწარმოებს მოლაპარაკებებს მისიის მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG