Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: პოლიციელს მოქალაქე თავს დაესხა


გორი.
გორი.

თვითმხილველების თქმით, გორში პატრულის თანამშრომელს სცემეს. ფაქტი სტალინის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების ცნობით, პატრულის თანამშრომელი ესაუბრებოდა ქალს, როდესაც მას ახალგაზრდა კაცი მიუახლოვდა და ცემა დაუწყო. პოლიციელი შველას ითხოვდა. დამხმარე ეკიპაჟებმა მიმდებარე ქუჩები სწრაფად გადაკეტეს. შემთხვევის ადგილზე სისხლის კვალია. სოციალურ ქსელში მოქალაქის დაკავების ამსახველი ვიდეოც გავრცელდა, რომელსაც პოლიციელის ცემას ედავებიან.

რა გახდა დაპირიპირების მიზეზი უცნობია, შს სამინისტროს პრესსამსახურმა პოლიციელის ცემის ფაქტი დაადასტურა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმას გულისხმობს.

პოლიციელი კლინიკა „გორმედშია" გადაყვანილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG