Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძე „ედისონ რისერჩის" გამოკვლევაში ვერ მოხვდა


დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე

ტელეკომპანია „ფორმულის“ დაკვეთით კომპანია „ედისონ რისერჩის" მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის იმ ნაწილში, რომელიც პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულებას ეხება, ყველაზე დიდი დადებითი მაჩვენებელი აქვს, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას.

გამოკვლევაში ვერ მოხვდა საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი და პარტია „ევროპული საქართველოს" ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე. დეპუტატი სხვადასხვა კვლევებში პოლიტიკოსების მიმართ დადებითი მაჩვენებლით მოწინავე პოზიციებზე იყო.

„ედისონ რისერჩის" გამოკვლევის შედეგებს დავით ბაქრაძე „ფეისბუკზე" გამოეხმაურა.

„ეს ის კომპანიაა, რომელიც გამოირჩევა მაღალი სიზუსტით, კეთილსინდისიერებით და რომლის შედეგებსაც ყოველთვის დიდი ინტერესით ელის საზოგადოება. სამწუხაროდ, პოლიტიკოსების პიროვნული რეიტინგების კვლევის ნაწილში რატომღაც არ აღმოვჩნდი ჩართული და შესაბამისად, არც კვლევის საბოლოო შედეგში ვარ მოხსენებული. მინდა დავამშვიდო ყველა, ვინც ბოლო ერთი საათის განმავლობაში მიკავშირდება და აინტერესებს, სად გაქრა ჩემი რეიტინგი - არსადაც არ გამქრალა მეგობრებო, უბრალოდ, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, საერთოდ არ გამზომეს", - აღნიშნავს დავით ბაქრაძე და იუმორით ამატებს, - „არ იღელვოთ, აგული ერისთავის არ იყოს, ცოცხალი ვარ და გამოფენებშიც ვიღებ მონაწილეობას".

რაც შეეხება სხვა პოლიტიკოსებს, შედეგები ასეთია:

დამოკიდებულება პოლიტიკოსების მიმართ

  • გიორგი გახარია - 57% - დადებითი, 43% - უარყოფითი;
  • კახა კალაძე - 50% - დადებითი, 50% - უარყოფითი;
  • ნიკა მელია - 47% დადებითი, 53% - უარყოფითი;
  • გიორგი ვაშაძე - 43% დადებითი, 57% - უარყოფითი;
  • ბიძინა ივანიშვილი - 38% - დადებითი, 62% - უარყოფითი;
  • ირაკლი ღარიბაშვილი - 38% - დადებითი, 62% - უარყოფითი;
  • ანა დოლიძე - 38% - დადებითი, 62% - უარყოფითი;
  • მიხეილ სააკაშვილი - 36% - დადებითი, 64% - უარყოფითი;
  • ელენე ხოშტარია - 34% - დადებითი, 66% - უარყოფითი;
  • შალვა ნათელაშვილი - 34% - დადებითი, 66% - უარყოფითი;
  • ხატია დეკანოიძე - 33% - დადებითი, 67% - უარყოფითი;
  • არჩილ თალაკვაძე - 33% - დადებითი, 67% - უარყოფითი;
  • ანა ნაცვლიშვილი - 33% - დადებითი, 67% - უარყოფითი;
  • ალეკო ელისაშვილი - 33% - დადებითი, 67% - უარყოფითი;
  • სალომე ზურაბიშვილი - 30% - დადებითი, 70% - უარყოფითი;
  • ირაკლი კობახიძე - 29% - დადებითი, 71% - უარყოფითი;
  • მამუკა ხაზარაძე 28 - დადებითი, 72% - უარყოფითი;
  • სალომე სამადაშვილი - 27% - დადებითი, 73% - უარყოფითი;
  • ბადრი ჯაფარიძე - 26% - დადებითი, 74% - უარყოფითი;
  • ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 26% - დადებითი, 74% - უარყოფითი;
  • ნინო ბურჯანაძე - 24% - დადებითი, 76% - უარყოფითი;
  • ირმა ინაშვილი - 24% - დადებითი, 76% - უარყოფითი;
  • კახა კუჭავა - 22% - დადებითი, 78% - უარყოფითი;
  • საბა ბუაძე - 19% - დადებითი, 81% - უარყოფითი;
  • გიგა ბოკერია - 18% - დადებითი, 82% - უარყოფითი.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულის“ დაკვეთით კვლევითმა კომპანიამ „ედისონ რისერჩი"-​მა ჩაატარა. გამოკვლევის ფარგლებში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7 - 19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG