Accessibility links

site logo site logo

სერეგეი ლავროვის თქმით, დასავლეთში ბავშვებს ასწავლიან, რომ ქრისტე ბისექსუალი იყო


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამტკიცებს, რომ დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში „სახელმძღვანელო პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებს არწმუნებენ, რომ ქრისტე ბისექსუალი იყო“. ხოლო იმ დროს, როცა „მიმდინარეობს გლობალური შეტევა ყველა მსოფლიო რელიგიის საფუძვლებზე“, რუსეთი ქრისტიანული კულტურის დამცველს წარმოადგენს.

„გონიერი პოლიტიკოსების მცდელობას, დაიცვან ბავშვები აგრესიული ლგბტ პროპაგანდისგან, „განათლებულ ევროპაში“ საომარი სულისკვეთებით გამსჭვალული პროტესტი უპირისპირდება. მიმდინარეობს თავდასხმა ყველა მსოფლიო რელიგიის საფუძვლებზე, პლანეტის ცივილიზაციის ძირითად გენეტიკურ კოდებზე“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და მმართველი „ერთიანი რუსეთის“ ხუთეულის წევრი გაზეთ „კომერსანტსა“ და საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვენებულ სტატიაში წერს.

ლავროვი აკრიტიკებს დასავლეთს და ევროკავშირის სახელმწიფოებს და უპერსპექტივოს უწოდებს მათ სურვილს, რომ „ლიბერალური დემოკრატიის ფასეულობები“ თავს მოახვიონ სხვა ქვეყნებს, განსაკუთრებით რუსეთსა და ჩინეთს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG