Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის საელჩო რუსეთში პირველი აგვისტოდან წყვეტს საკონსულო მომსახურებას თანამშრომელთა რაოდენობის სიმცირის გამო


აშშ-ის საელჩო მოსკოვში
აშშ-ის საელჩო მოსკოვში

1 აგვისტოდან მოსკოვში მდებარე აშშ-ის საელჩო ვეღარ შეძლებს საკონსულო მომსახურებას შესაბამისი პერსონალის სიმცირის გამო. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, ჯონ სალივანმა, ტელეკომპანია „დოჟდთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ელჩის თქმით, თანამშრომელთა სიმცირე საკონსულოს არ აძლევს შესაძლებლობას, რომ დაამუშაოს ვიზის გაცემის შესახებ შემოსული თუნდაც მცირე რაოდენობის განცხადებები.


„ეს არა მხოლოდ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობისთვის წარმოადგენს დაბრკოლებას. არამედ ამას ახლავს პირადი ხასიათის სერიოზული შედეგები ოჯახებისათვის, ასევე კომერციული შედეგები საწარმოებისთვის“, - დასძინა აშშ-ის ელჩმა.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ ახლო მომავალში გეგმავს შეხვედრას შეერთებული შტატების ელჩთან, ჯონ სალივანთან, რომელიც მოსკოვში დაბრუნდა გასულ კვირაში, მას შემდეგ, რაც ორი თვის გამავლობაში ადგილზე არ ასრულებდა თავის მოვალეობას.

"მომავალ კვირას შევხვდები ელჩ სალივანს", განუცხადა რიაბკოვმა „ტასს“ 26 ივნისს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, და მისმა კოლეგამ, ვლადიმირ პუტინმა, ჟენევაში თავიანთი 16 ივნისის სამიტის შემდეგ განაცხადეს, რომ ელჩები, რომლებიც დიპლომატების ურთიერთგაძევების ნაწილი იყვნენ აპრილში, დაუბრუნდებიან თავიანთ მისიებს დაძაბულობის შერბილების მიზნით.

რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი, რომელიც მარტში გაიწვიეს, შეერთებულ შტატებში 20 ივნისს დაბრუნდა.

24 ივნისს თავის კი პოსტს დაუბრუნდა რუსეთში აშშ-ის ელჩი ჯონ სალივანი, რომელიც მოსკოვთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე კონსულტაციებისთვის აპრილში ვაშინგტონში გაიწვიეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG