Accessibility links

site logo site logo

ირანი აცხადებს, რომ არ გადაუწყვეტია ბირთვულ ობიექტებზე გადაღებული მასალის საერთაშორისო ატომური სააგენტოსთვის გადაცემის საკითხი


საედ ხატიბზადე

თეირანს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია საერთაშორისო ატომური სააგენტოსთვის ბირთვულ ობიექტზე გადაღებული მასალის გადაცემის შესახებ არსებული შეთანხმების ვადის გაგრძელების საკითხი. ამის შესახებ ჟურნალისტებს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, საედ ხატიბზადემ, განაცხადა.

„არც დადებთი და არც უარყოფითი გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, - დასძინა ხატიბზადემ.

მისი ეს ნათქვამი ეწინააღმდეგება ირანის პარლამენტის სპიკერის ამასწინანდელ განაცხადს, რომ თეირანი არასოდეს გადასცემს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ირანის ზოგიერთ ბირთვულ ობიექტზე გადაღებულ მასალას მას მერე, რაც მეთვალყურეობის შეთანხმებას ვადა გაუვიდა.

„შეთანხმებას ვადა გაუვიდა ... გადაღებული ინფორმაცია არასოდეს გადაეცემა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს და მონაცემები და ფოტომასალა ირანში დარჩება“, თქვა 27 ივნისს მოჰამად ბაღერ ღალიბათმა თასმინის სააგენტოსთან საუბარში.

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსა და ირანს შორის დაიდო სამთვიანი შეთანხმება მეთვალყურეობის შესახებ, რათა ირანის მხრიდან თანამშრომლობის შემცირებით სააგენტოს კონტროლი არ დაეკარგა და ზოგიერთი საქმიანობის მეთვალყურეობის ნებართვა მიიღო, რაც, სხვა შემთხვევაში, შეწყდებოდა.

შეთანხმება, რომელიც ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს სამეთვალყურეო კამერების მიერ გადაღებული მასალების შეკრებისა და ანალიზის უფლებას აძლევდა, მოგვიანებით 24 ივნისამდე გაგრძელდა.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG