Accessibility links

site logo site logo

რუსეთის სასამართლომ უარყო აშშ-ის საზღვაო ძალების ყოფილი წევრის საჩივარი


რუსეთის სასამართლომ ძალაში დატოვა ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთის განაჩენი, რომელიც გამოტანილია აშშ-ის საზღვაო ძალების ყოფილი წევრის, ტრევორ რიდის მიმართ, მას შემდეგ, რაც ის გასული წლის ივლისში დამნაშავედ სცნეს ორ პოლიციელზე თავდასხმაში, პროცესზე, რომელსაც მოსკოვში აშშ-ის ელჩმა უწოდა "სამართლის კიდევ ერთი მორიგი აბსურდული დარღვევა".

"სასამართლოს განაჩენი უცვლელი რჩება, საჩივარი არ დაკმაყოფილდა" - აცხადებს მოსკოვის სასამართლო 28 ივნისს.

აშშ-ის მთავრობა და რიდი უარყოფენ ბრალდებებს და ეჭვქვეშ აყენებენ სასამართლო პროცესის სამართლიანობას. რიდი და მისი ოჯახი თვლიან, რომ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული და აშშ-ის ხელისუფლებას ჩარევისკენ მოუწოდებენ.

29 წლის ტეხასელი რიდი მოსკოვში 2019 წლის მაისში ჩავიდა, რუსული ენის შესასწავლად და თავის რუს მეგობარ ქალთან, ალინა ციბულნიკთან ერთად ყოფნისთვის. ტეხასში დაბრუნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 15 აგვისტოს, რიდი და მისი მეგობარი ქალი მივიდნენ ციბულნიკის კოლეგების მიერ ორგანიზებულ წვეულებაზე. რიდი აცხადებს, რომ არ ახსოვს რა მოხდა წვეულების შემდეგ, ხოლო წვეულებაზე მას დიდი რაოდენობით არაყი დაალევინეს. რიდი ამბობს, რომ სახლში დაბრუნებისას, მანქანაში, მან თავი შეუძლოდ იგრძნო, მძღოლს სთხოვა მანქანა გაეჩერებინა და გადავიდა. მისი გერლფრენდის კოლეგამ პოლიციაში დარეკა და ადგილი დატოვა, ციბულნიკი და რიდი მარტონი დარჩნენ. ადგილზე ორი პოლიციელი მივიდა და რიდი გამოსაფხიზლებელში წაიყვანა, ციბულნიკს კი უთხრეს რამდენიმე საათში მიეკითხა მისთვის. ციბულნკიმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ როცა პოლიციის განყოფილებაში მივიდა, რიდს დაკითხვას უტარებდნენ, ისე, რომ იქ არც ადვოკატი და არც თარჯიმანი არ იმყოფებოდა. პირებმა, რომლებიც დაკითხვას ატარებდნენ, მას თავი გააცნეს ფედერალური უშიშროების სამსახურის თანამშრომლებად. ციბულნიკს უთხრეს, რომ მის მეგობარ კაცს ბრალად ედებოდა იმ ორი პოლიციელის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება, რომლებმაც ის წაიყვანეს, და რომ მან მძღოლ პოლიციელს ხელი ამოუტრიალა და მეორეს იდაყვი ჩაარტყა.

თუმცა, რიდის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში ბევრი რამ არათანამიმდევრულია. ვიდეოჩანაწერზე, რომელიც სასამართლოს წარუდგინეს, არ ჩანდა რომ პოლიციის მანქანამ გზიდან რაიმე ფორმით გადაუხვია რიდის მოქმედებების შედეგად, როგორც ამას პოლიციელები ამტკიცებდნენ.

რიდი ერთ-ერთია აშშ-ის იმ რამდენიმე მოქალაქედან, რომლებსიც ბოლო წლებში რუსეთში გაასამართლეს, ბრალდებებით, რომლებსაც მათი ოჯახები, მხარდამჭერები და ზოგჯერ აშშ-ის მთავრობა შეთითხნილად მიიჩნევენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG