Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ენდი მარის საოცარი სეტი აართვა, მაგრამ თამაში ვერ მოუგო


ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონს საწყისი ეტაპიდან გამოეთიშა, მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანთან, ამ ტურნირის ორგზის და ოლიმპიური თამაშების ასევე ორგზის ჩემპიონთან - ენდი მარისთან წაგებით.

მსოფლიოს რეიტინგში ოცდამერვე ადგილზე მყოფმა ქართველმა, ბრიტანელ ვარსკვლავს მხოლოდ მესამე სეტში აჯობა. თან ისეთი უიმედო მდგომარეობიდან, ვერავინ რომ ვერ იფიქრებდა - მარის ორსეტიანი უპირატესობა ჰქონდა (6:4, 6:3) და საბოლოო გამარჯვებას ერთადერთი ქულა აშორებდა, მაგრამ ბასილაშვილმა ზედიზედ შვიდი გეიმი აიღო (7:5) და სეტებში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა - 1:2. მეოთხე სეტში კი ენდი მარიმ 6:3 იმარჯვა და მეორე წრეში გავიდა.

ცნობილ ქართველ ჩოგბურთელს ნიკოლოზ ბასილაშვილსა და მის ყოფილ მეუღლეს, ნელი დოროყაშვილს შორის სასამართლო დავა გრძელდება. 27 მაისს მორიგი სხდომა გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG