Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს წყალბურთის ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა


30 ივნისს, 16:30 საათზე, ქართველი წყალბურთელები ყაზახეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
30 ივნისს, 16:30 საათზე, ქართველი წყალბურთელები ყაზახეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა მსოფლიო ლიგის სუპერფინალში, საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის შანსი დაკარგა.

დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილი გუნდი თბილისის ოლიმპიურ აუზში მიმდინარე პრესტიჟული ტურნირის მეოთხედფინალში საბერძნეთის ნაკრებთან დამარცხდა, ანგარიშით 8:20.

ბერძნების გარდა, ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს იტალიელებმა, ამერიკელებმა და მონტენეგროელებმა. ქვედა ოთხეულში ითამაშებენ საქართველო, ყაზახეთი, საფრანგეთი და იაპონია.

30 ივნისს, 16:30 საათზე, ქართველი წყალბურთელები ყაზახეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან და თუ მოუგებენ, ტურნირის ბოლო დღეს - 1 ივლისს, მეხუთე ადგილისთვის მატჩში საფრანგეთს ან იაპონიას შეხვდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG