Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაცის გარდაცვალების საქმეზე გორში დააკავეს შალვა გულიაშვილი, მეტსახელად, „სემსოტა"


გორი.
გორი.

გორში, შალვა გულიაშვილი, მეტსახელად, „სემსოტა" დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 1984 წელს დაბადებულ შალვა გულიაშვილს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 3 ივნისს, ქალაქ გორში, 1979 წელს დაბადებული ზ.რ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

„პოლიციის მიერ ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების შემცველი ფხვნილისებრი ნივთიერება და 5 მოთეთრო აბი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და სსკ-ის 260-ე მუხლებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

შალვა გულიაშვილის მამა, თემურ გულიაშვილი აცხადებს, რომ 3 ივნისის ინციდენტში, მის შვილს ბრალი არ მიუძღვის, გარდა ამისა, ის ამბობს, რომ შალვა გულიაშვილს ნარკოტიკული საშუალებები არ ჰქონია და პოლიციის თანამშრომლებმა ჩაუდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG