Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ყოველწლიურ პრესკონფერენციას გამართავს, მოახლოებული არჩევნების ფონზე


ვლადიმირ პუტინი 2001 და 2019 წლებში
ვლადიმირ პუტინი 2001 და 2019 წლებში

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 30 ივნისს გამართავს ყოველწლიურ პრესკონფერენციას, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში იზრდება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები და მოახლოებულია არჩევნები. ეს პრესკონფერენცია ტელევიზიით გადაიცემა ხოლმე, პუტინს ქვეყნის მოქალაქეები კითხვებს უსვამენ, რითიც, ანალიტიკოსების აზრით, პუტინს სურს აჩვენოს, რომ მზადაა უპასუხოს რიგითი რუსების პრობლემებს.

ღინისძიებას ოფიციალურად "პირდაპირი ხაზი" ეწოდება. წელს ამ პრესკონფერენციას 11 კვირაზე ნაკლები აშორებს საპარლამენტო არჩევნებიდან - რომელიც ბოლო მნიშვნელოვანი კენჭისყრა იქნება პუტინის ამჟამინდელი ვადის ამოწურვამდე 2024 წელს.

კრემლის მიერ ორგანიზებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პუტინს გზა გაუხსნა პრეზიდენტად დარჩენისკენ, შესაძლოა 2036 წლამდე - თუმცა სტალინის შემდეგ რუსეთის ყველაზე ხანგრძლივი ვადით მმართველ პუტინს არ უთქვამს, აპირებს თუ არა ხელისუფლებაში დარჩენას.

წინა წლებში კრემლი "პირდაპირი ხაზის" სახელით ცნობილ პრესკონფერენციას იყენებდა იმის საჩვენებლად, რომ პუტინი მზრუნველი, თანაგრძნობით სავსე ლიდერია, რომელსაც შეუძლია ილაპარაკოს რუსეთის წარსულის და აწმყოს წარმატებებზე, თუმცა ასევე ყურადღება მიაქციოს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ნაგავსაყრელები და გადაუხდელი ჯამაგირები. წელს ქვეყანა კორონავირუსის მორიგი ტალღის პირობებშია, იზრდება სიკვდილიანობის მაჩვენებელი - რამაც შეაშფოთა ოფიციალური პირები და საჯარო ცხოვრებაში შეზღუდვების აღდგენა გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG