Accessibility links

site logo site logo

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 980 ადამიანს, 11 გარდაიცვალა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 11 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 30 579 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 980 შემთხვევა.

დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 3.2%;
  • ბოლო 7 დღის - 2.86%;
  • ბოლო 14 დღის - 2.66%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 877-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 3174 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 265 290 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 103 170 მოქალაქე.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 367 058 შემთხვევა. მათგან 352 624 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5327 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG