Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა მსოფლიო ლიგის სუპერფინალზე ბოლო ადგილი დაიკავა


საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა მსოფლიო ლიგის სუპერფინალი წაგებით დაასრულა. დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილი გუნდი, თბილისში გამართული პრესტიჟული ტურნირის დასკვნით შეხვედრაში საფრანგეთს დაუპირისპირდა. ანგარიშით 5:10 დამარცხდა და რვა მონაწილეს შორის ბოლო ადგილი დაიკავა.

ქართველმა წყალბურთელებმა მსოფლიო ლიგის სუპერფინალზე სულ ხუთი თამაში ჩაატარეს. ჯგუფურ ეტაპზე მოუგეს იაპონიას (13:12) და წააგეს მონტენეგროსთან (8:19) და ამერიკის შეერთებულ შტატებთან (9:13). ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებით, საქართველოს ნაკრები ქვედა ოთხეულის პლეი ოფში გადაერთო და ნახევარფინალში, ყაზახეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

მსოფლიო ლიგის თბილისური სუპერფინალი მონტენეგროსა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებების ფინალით დაგვირგვინდა. მონტენეგროელებმა ერთქულიანი უპირატესობით მოიგეს (9:8) და თასს დაეუფლნენ. მესამე ადგილი საბერძნეთმა დაიკავა, იტალიის ძლევით (10:8). მეხუთე ადგილისთვის მატჩში კი იაპონიამ ყაზახეთს აჯობა - 17:10.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG