Accessibility links

site logo site logo

საელჩო: საქართველოს ვაქცინირებულ მოქალაქეებს შეუძლიათ ნიდერლანდის სამეფოში ტურისტად ჩასვლა


ნიდერლანდის სამეფოში ტურისტული მიზნით ჩასვლას შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა აქვთ გაკეთებული.

საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 1 ივლისიდან, ნიდერლანდების მთავრობამ გააუქმა ტურისტული მიზნით ქვეყანაში ჩასვლის აკრძალვა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წარადგენენ სრულად ვაქცინირების დამადასტურებელ, მათ შორის ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მიერ გაცემულ ცნობას.

საელჩოს განმარტებით, რადგან საქართველო ამ ეტაპზე არის მაღალი და არა ძალიან მაღალი რისკის ქვეყანა, ნიდერლანდის სამეფოში ტურისტული მიზნით ჩასვლა შეეძლება საქართველოდან მიმავალ პირს, რომელიც წარადგენს სრულად ვაქცინირების დამადასტურებელ სერტიფიკატს/ცნობას.

ოფიციალური მონაცემებით, 30 ივნისისთვის საქართველოში სრულად, ორივე დოზით აცრილი იყო 103 170 მოქალაქე.

საქართველო არ არის ევროკავშირის მიერ განახლებულ, კოვიდ-უსაფრთხო მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, თუმცა, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ მათ ტერიტორიაზე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეთა შეშვების გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG