Accessibility links

site logo site logo

ინდოეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 400 ათასს გადააჭარბა


ინდოეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 400 ათასს გადააჭარბა. კორონავირუსის იქ გამოვლენილი ე.წ. დელტა ვარიანტი („ინდური შტამი“), რომელიც უკიდურესად გადამდებია, ბადებს შიშს ინფექციების ახალი გლობალური ტალღის საფრთხის შესახებ.

COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში თითქმის 4 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა დაავადებას. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, სავარაუდოა, რომ რეალური რიცხვი ორ-სამჯერ უფრო მეტია.

2 ივლისს ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ განვლილი დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით გარდაიცვალა 853 ადამიანი.

ვირუსის დელტა ვარიანტის სწრაფად გავრცელების გამო შესაძლოა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც მიმდინარე თვეში იწყება, ზოგიერთ ღონისძიებაზე შეზღუდონ მაყურებელთა დასწრება. როგორც იაპონიის გაზეთი Yomiuri იუწყება 2 ივლისს, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები იქით იხრებიან, რომ აიკრძალოს მაყურებელთა დასწრება საღამოს ღონისძიებებსა და ხალხმრავალ სპორტულ ობიექტებზე.

ოლიმპიური თამაშები, რომელიც 23 ივლისს იწყება, შარშან უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო. უცხოელი მაყურებლები უკვე არ დაიშვებიან სპორტულ თამაშებზე. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდა სუგამ 1 ივლისს განაცხადა, რომ მომავალ კვირაში მიიღებენ გადაწყვეტილებას მაყურებელთა დასწრებისა და საგანგებო ვითარების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG