Accessibility links

site logo site logo

სომხეთის ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსგან ვადამდელი არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს


რობერტ ქოჩარიანი

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის, ოპოზიციურმა ალიანსმა „სომხეთმა“, რომელსაც ვადამდელ საპარლამენტო არჩვენებში 21 პროცენტი ხვდა წილად, არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი.

სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, ოპოზიცია წარდგენილ სარჩელში ან არჩევნების შედეგების გაუქმებას, ან არჩევნების ან მეორე ტურის დანიშვნას მოითხოვს.

საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლის, ევა ტოვმასიანის თქმით, სასამართლო საღამოს 18:00 საათზე ელოდება ოპოზიციის სარჩელის მიღებას.

ბლოკ „სომხეთის“ გარდა საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნების შედეგების გაუქმებით მიმართა სამმა ოპოზიციურმა სუბიექტმა, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი დამკვირვებლების მიერ გამოაშკარავებულმა დარღვევებმა გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე.

20 ივნისს სომხეთში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის „სამოქალაქო შეთანხმებამ“ 54 პროცენტამდე ამომრჩეველი მიიმხრო და აჯობა ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის, ოპოზიციურ ალიანს „სომხეთს“, რომელსაც 21 პროცენტი ხვდა წილად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG