Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში "ფაიზერით" 16 წელს მიღწეული პირების აცრა დაიწყება


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში "ფაიზერის" წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 16 წლიდან ზემოთ მყოფი პირები აიცრებიან. ამის შესახებ მან მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მოგეხსენებათ, "ფაიზერს" აქვს ინსტრუქციაში 16 წლიდან ზემოთ აცრა, დღეს ყველა სხვა ვაქცინით იცრებიან 18 წლის ზემოთ. ამიტომ ჩვენთანაც შევა ცვლილება "ფაიზერის" შემოსვლის დროს და 16 წლიდან ზემოთ მოსახლეობა აიცრება", - განაცხადა გამყრელიძემ.

​მისივე თქმით, მოგვიანებით გადაწყდება, უცხოურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, გაფართოვდება თუ არა "ფაიზერით" აცრის ჯგუფები.

საქართველოში ამ ეტაპზე არ არის "ფაიზერის" ვაქცინა. ქვეყანა მილიონ დოზა ვაქცინას ივლისიდან ეტაპობრივად ელოდება. გარდა ამისა, საქართველოს რამდენიმე ასეულ ათას დოზა ვაქცინას ჩუქნის აშშ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG