Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყრელიძის თქმით, საქართველოში უახლოეს დღეებში შემოვა „ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზები


Georgia -- Government Coordination Session. Amiran Gamkrelidze.
Georgia -- Government Coordination Session. Amiran Gamkrelidze.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ილაპარაკა კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დამატებითი დოზის შემოსვლის საკითხზე.

გამყრელიძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში პარტნიორების დახმარებით საქართველოში შემოვა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დამატებითი დოზები. მისი თქმით, ყველა ადამიანი, ვისაც პირველი აცრიდან გასდის 10-12 კვირა, იქნება აცრილი.

22 ივნისიდან საქართველოში შეიქმნა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დეფიციტი. მოქალაქეებმა მიიღეს მოკლე ტექსტური შეტყობინება იმის შესახებ, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მოწოდების შეფერხების გამო, მათი ჯავშანი გადადებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG