Accessibility links

site logo site logo

ზურაბიშვილი: მე გზავნილებს არ ვღებულობ, საერთოდ, ვარ ქვეყნის პრეზიდენტი


სალომე ზურაბიშვილი

ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მან აშშ-ის საელჩოს ღონისძიების შემდეგ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, მიიღო თუ არა გზავნილები ელჩისგან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერების საკითხზე.

„მე გზავნილებს არ ვღებულობ, საერთოდ, ვარ ქვეყნის პრეზიდენტი და არ უნდა მივიღო გზავნილები. ყველანი ვართ ჩართული ამ პროცესებში. აუცილებელი არის, რომ ეს პროცესიც წავიდეს წინ და შესრულდეს ყველა ის დაპირება, რაც ჩვენ გავაკეთეთ და რაც იქნა გაკეთებული. მე დარწმუნებული ვარ, რომ გაავალთ ამ პროცესის ბოლოში“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პარლამენტი მომავალი კვირიდან გეგმავს დაიწყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ კანდიდატების განხილვის პროცედურა, რომელიც მას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამა წლის 17 ივნისს წარუდგინა. კანდიდატთა 9-კაციან სიაში შედიან გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.

საპარლამენტო ოპოზიცია მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითხოვს.

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის 19 აპრილს გაფორმებულ შეთანხმებას „ტვიტერზე“ გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო საქართველოში. საელჩო ყურადღებას ამახვილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესზე და მხარეებს ახსენებს, რომ შეთანხმების მიხედვით, მიმდინარე დანიშვნები უნდა შეჩერდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG