Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილმა კელი დეგნანს და ამერიკელ ხალხს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დღეს, 2 ივლისს, საზეიმო მიღებას დაესწრო, რომელიც 4 ივლისთან დაკავშირებით, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა.

როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და უმნიშვნელოვანესი მოკავშირეა, რომლის მხარდაჭერა, როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ისე ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით, ფასდაუდებელია.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ საზეიმო მიღებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG