Accessibility links

site logo site logo

პენტაგონი: ბაგრამის ბაზის მართვის გადაცემა "მნიშვნელოვანი ეტაპია" ავღანეთიდან აშშ-ის ჯარის გამოსვლის პროცესში


პენტაგონი აცხადებს, რომ ბაგრამის საჰაერო ბაზის ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისთვის გადაცემა "მნიშვნელოვანი ეტაპია" ავღანეთიდან აშშ-ის ჯარის გამოსვლის პროცესში და დასძენს, რომ აშშ-ის არმიას კვლავ აქვს ავღანეთის ძალების დაცვის უფლებამოსილება.

თავდაცვის დეპარტამენტის პრესმდივანი, ჯონ კირბი ამ განცხადებით 2 ივლისს გამოვიდა, იმ ფონზე, როცა იზრდება შეშფოთება ავღანეთში უსაფრთხოების ვითარების შესახებ, ზოგიერთ რეგიონში თალიბანის შეტევების გახშირების გამო.

ავღანეთის მოსაზღვრე შუა აზიის სახელმწიფოების მომცველი, რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი სამხედრო ალიანსის ხელმძღვანელი მიანიშნებს, რომ ტაჯიკეთის და ავღანეთის საზღვარზე მოსკოვი სამხედროთა გაძლიერებას განიხილავს.

აშშ-ის არმიამ 2 ივლისს დაცალა ბაგრამის საჰაერო ბაზა - ქაბულის ჩრდილოეთით მდებარე, წარსულში საბჭოთა ობიექტი, რომელზეც აშშ-ის არმიამ კონტროლი დაამყარა რამდენიმე თვეში მას შემდეგ, რაც ავღანეთში შევიდა, 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმების მერე. აშშ-ის ძალების ავღანეთიდან გამოსვლის პროცესი, თეთრი სახლის ახალი განცხადებით, აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულდეს.

თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ საკის თქმით, აშშ შემდეგ თვეებშიც გააგრძელებს ავღანეთის უზრუნველყოფას უსაფრთხოების სისტემებით და ჰუმანიტარული დახმარებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG