Accessibility links

site logo site logo

ვაშლოვანის ნაკრძალში ხანძარია


ფოტო არქივიდან

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი ისევ იმ ადგილზე გაჩნდა, სადაც რამდენიმე დღის წინ ხანძარი იყო.

მესაზღვრეებმა დაკვამლიანება რამდენიმე საათის წინ შენიშნეს და შესაბამის სამსახურს შეატყობინეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც ცეცხლის ქრობის პროცესში მონაწილეობენ. პარალელურად, ცოტა ხანში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩაერთვება სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ხანძარი 30 ივნისსაც გაჩნდა, სავარაუდოდ, მეხის ჩამოვარდნის შედეგად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG