ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე 15 წლამდე მოზარდი ზღვაში დაიხრჩო. მაშველი მყვინთავები ზღვაში გაუჩინარებულ მოზარდს 2 საათის განმავლობაში ეძებდნენ. თვითმხილველების ინფორმაციით, ბათუმის ნავსადგურთან, მცურავი საშუალებებისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე ზღვაში რამდენიმე მოზარდი შევიდა. ერთ-ერთი კი წყალში მალევე გაუჩინარდა. გარდაცვლილის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
ყველაზე პოპულარული
1
დაწერეთ კომენტარი