Accessibility links

site logo site logo

ანდრია ჯაღმაიძე მედიაზე ზეწოლის შესახებ: ძალიან სამწუხარო ფაქტია


ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტის შეფასებისას ამბობს, რომ ეკლესია მომხდარ ფაქტს ვერავითარ გამართლებას ვერ მოუძებნის.

„მოხდა ძალადობრივი ინციდენტი ჟურნალისტების მიმართ, ძალიან სამწუხარო ფაქტია. ეკლესია ამას ვერავითარ გამართლებას ვერ მოუნახავს“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე.

ძალადობრივი ჯგუფის წევრები, რომელებიც რუსთაველის გამზირზე დღეს დილიდან შეიკრიბნენ, თავს დაესხნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ადგილზე მყოფ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. დაშავებულია მედიის 10-ზე მეტი წარმომადგენელი.

"თბილისი პრაიდი" წელს კიდევ ერთხელ ცდილობს საქართველოში "ღირსების მარშის" გამართვას. ხელისუფლების წარმომადგენლების ძირითადი ნაწილი აცხადებს, რომ მარშის გამართვა მიზანშეუწონელია. ხელისუფლებასთან ერთად საპატრიარქომაც გაავრცელა განცხადება და კონტრაქცია დააანონსა. აქციის ძალადობრივი მონაწილეები დღეს დილიდან უკვე შეიკრიბნენ და თავს დაესხნენ ჟურნალისტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG