რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, ძალადობრივი ჯგუფის წევრები იკრიბებიან.
ერთ-ერთი პირი ფიზიკურად გაუსწორდა „პალიტრა ნიუსის“ ოპერატორს. ის სამართალდამცავებმა დააკავეს.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამ დროისათვის სამი პირია დაკავებული.
„თავისუფლებისათვის“ - ამ გზავნილით 6 ივლისს, 20 საათზე, რუსთაველის გამზირზე მდუმარე აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი რამდენიმე ოპოზიციური პარტია და მოძრაობა „სირცხვილიაა“. აქციას უერთდება "თბილისი პრაიდიც". მათ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელეს.
თავის მხრივ, თანამოაზრეებს მოუწოდებენ მობილიზაციისკენ ჰომოფობიურად განწყობილი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები.