Accessibility links

site logo site logo

ყირიმის სასამართლომ ექვსი თვით გაუგრძელა პატიმრობა რადიო თავისუფლების ჟურნალისტს


ვლადისლავ იესიპენკო დაკავებისას. 2021 წ. 16 მარტი.

რუსეთის კონტროლქვეშ მყოფი ყირიმის სასამართლომ ექვსი თვით გაუგრძელა პატიმრობა რადიო თავისუფლების შტატგარეშე თანამშრომელს.

სიმფეროპოლის სასამართლომ 6 ივნისს დაადგინა, რომ ვლადისლავ იესიპენკო, რომელიც მარტიდან მოყოლებული წინასწარ დაკავებაში იმყოფება, საპყრობილეში დარჩება შემდეგი ნახევარი წლის განმავლობაში.

იესიპენკო, რომელსაც რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ფსბ-მ დააკავა. ის რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის რეგიონული პროექტის, krym.realii-ს შტატგარეშე თანამშრომელია. ჟურნალისტი უკრაინის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ინფორმაციის შეგროვებაშია ეჭვმიტანილი.

ფსბ აცხადებს, რომ იესიპენკოს დაკავებისას მის მანქანაში აღმოჩნდა საგანი, რომელიც „ასაფეთქებელ მოწყობილობას ჰგავდა“ და მოგვიანებით მას „ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების“ ბრალდება წაუყენეს.

იესიპენკო აპრილში დახურულ კარს მიღმა წარდგა სასამართლოს წინაშე და, როგორც მისი ადვოკატი იტყობინება, განაცხადა, რომ მას ელექტროშოკით აწამებდნენ, სცემდნენ და სიკვდილით ემუქრებოდნენ, თუკი არ „აღიარებდა“ უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობას.

ადამიანის უფლებების დამცველები და ჟურნალისტები, რომლებიც 6 ივნისს კიევში, მაიდანზე შეიკრიბნენ იესიპენკოსთვის სოლიდარობის გამოსახატავად, მისი გათავისუფლების მოწოდებებით გამოვიდნენ. მსგავსი დემონსტრაციები იგეგმება ქალაქ ვინიცაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG