Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიის მთავრობა საქართველოს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებს მიაწვდის


ედგარს რინკევიჩსი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი
ედგარს რინკევიჩსი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველო ერთ-ერთია იმ ხუთი ქვეყნის ჩამონათვალში, რომელსაც ლატვია კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებით დაეხმარება. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ედგარს რინკევიჩსის თანახმად, ლატვიის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, ვაქცინები მიაწოდოს საქართველოს, მოლდოვას, ალბანეთს, კენიას და მონტენეგროს.

„ლატვიის მთავრობამ გადაწყვიტა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით უზრუნველყოს საქართველო, მოლდოვა, მონტენეგრო, ალბანეთი და კენია. ჩვენ შეგვიძლია დავძლიოთ პანდემია ერთად, ერთმანეთის მიმართ სოლიდარობით“, - წერს ტვიტერში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა საქართველოს კოვიდვაქცინებით დახმარების შესახებ განაცხადა თბილისშიც. ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იგი 7-8 ივნისს იმყოფებოდა. ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაშინ თქვა, რომ მისი ქვეყანა საქართველოს 15 000 დოზა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გადმოსცემდა.

საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. 6 ივლისის მონაცემებით, სულ აცრილია 272 810 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG