Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონელ ტურისტზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა


პოლონელ ტურისტზე თავდასხმაში ბრალდებულს საქართველოს მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა. გიორგი ხმალაძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ დღეს იმსჯელა.

ეს არ არის ამ საქმის საბოლოო გადაწყვეტილება. მისი პატიმრობიდან გათავისუფლება/არგათავისუფლების საკითხზე სასამართლო შემდეგ სხდომებზე ისევ იმსჯელებს. მოგვიანებით კი გადაწყდება სასჯელის ზომა.

სხდომას დისტანციურად ესწრება ბრალდებული და მისი უფლებადამცველი.

პოლონეთიდან ჩამოსული ტურისტი თბილისის ცენტრალურ ნაწილში 5 ივლისს დაჭრეს. ბოლო მონაცემებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. შსს-ს განმარტებით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს.

პროკურატურამ პოლონელი ტურისტის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება 6 ივლისს ხულიგნური ქვენა გრძნობით ჩადენილი მკვლელობის მცდელობისთვის წარუდგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG