Accessibility links

site logo site logo

შსს აცხადებს, რომ 5 ივლისის დამნაშავეების დასაკავებლად მტკიცებულებებს აგროვებენ


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ 5 ივლისს ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე ძალადობაში მონაწილე პირების დასაკავებლად მტკიცებულებებს აგროვებენ. მან სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, რომ დაკავებას სჭირდება სერიოზული მტკიცებულება.

"სისხლის სამართლის გამოძიება არის საკმაოდ რთული პროცესი, არაერთი მტკიცებულება უნდა შეგროვდეს, რომ კონკრეტულ პირს წაეყენოს ბრალი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი გამომძიებლები 24/7-ზე მუშაობენ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით, ახდენენ უამრავი ვიდეოჩანაწერიდან კონკრეტული პირების იდენტიფიცირებას... დაკავებას სჭირდება სერიოზული მტკიცებულებების შეგროვება იმისთვის, რომ კონკრეტულ პირს წაეყენოს ბრალი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა დამნაშავე, რომელიც თავს დაესხა ჟურნალისტებს, თავს დაესხა მოქალაქეებს, გამოვიძიებთ და მივიღებთ შესაბამის ღონისძიებებს", - თქვა მინისტრის მოადგილემ.

5 ივლისს, მაშინ, როცა ღირსების მარში იყო დაანონსებული, სიძულვილის ჯგუფებმა თბილისის ქუჩებში დაიწყეს შეკრება. ისინი აგრესიით გამოირჩეოდნენ ჟურნალისტების მიმართ და აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და უზიანებდნენ ტექნიკას. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, სულ დაშავდა 55 პირი, მათგან 53 ჟურნალისტია. ამ საქმეზე დაკავებულია ჯერ მხოლოდ 7 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG