Accessibility links

site logo site logo

ირაკლი ქადაგიშვილი: გიორგი გახარიას განცხადებაზე შეიძლება ითქვას „ნამუსიც კარგი საქონელია“


"გიორგი გახარიას განცხადებაზე შეიძლება ითქვას „ნამუსიც კარგი საქონელია“, რადგან გვახსოვს მისი ჩატარებული ოპერაციები," – ასე აფასებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ყოფილი თანაგუნდელის, გიორგი გახარიას განცხადებას 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით.

დეპუტატის თქმით, გახარიას განცხადებები მიუთითებს მის უპასუხისმგებლობაზე. ქადაგიშვილის განცხადებით, გახარიას პოლიტიკოსის სახე არ გააჩნია.

„შეიძლება ითქვას, რომ გიორგი გახარიას პოზიცია არ გააჩნია. ასევე არ გააჩნდა პოზიცია, როდესაც გაურკვეველი მიზეზების გამო თანამდებობა დატოვა. გიორგი გახარიას განცხადებაზე შეიძლება ითქვას „ნამუსიც კარგი საქონელია“, რადგან მისი ჩატარებული ოპერაციები გვახსოვს. მახსოვს, პანკისის ხეობაც. მაშინ მას გვერდში დავუდექით და ვცადეთ, რომ მდგომარეობა განგვემუხტა. როდესაც რამდენიმე თვის წინ იმ მთავრობის თავმჯდომარე იყავი, რომლის წევრებიც ძირითადად შენარჩუნებულია, ასეთი განცხადების გაკეთება მიუთითებს შენს უპასუხისმგებლობაზე და შენზე, როგორც პოლიტიკოსზე, რომელმაც საკუთარი ადგილი ვერ მოძებნა და ახლა ცდილობს, დააზიანოს ის, ვინც გაზარდა და ვინც თავის დროზე პოლიტიკოსად შექმნა. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ეს ამ შემთხვევაში პოლიტიკოსის სახეს აჩვენებს, რაც ვწუხვარ, რომ გიორგი გახარიას არ გააჩნია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დეპუტატის შეფასებით, გიორგი გახარია პიროვნულ მარცხს განიცდის, რაც ირაკლი კობახიძესთან კონკურენციითაა გამოწვეული.

„გიორგი გახარია პიროვნული მარცხისგან ვერ გამოსულა, რაც მას აქვს განცდილი ირაკლი კობახიძესთან კონკურენციით და ასე პოზიციონირებს. ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოიყვანა, გარდა იმისა, რომ კობახისძესთან აქვს პიროვნული გაურკვევლობა. ალბათ, ფიქრობს, რომ მისი წარუმატებლობის მიზეზი კობახიძეა.

სახელმწიფო არ ჩამოშლილა, შეასრულა თავისი ფუნქცია და როლი, მიუხედავად მძიმე გამოწვევისა, რომელიც მოულოდნელად დადგა, რადგან არავინ ელოდა, რომ ისეთი პირები გამოჩნდებოდნენ, რომლებიც მედიას დევნას დაუწყებდნენ“,
– განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

5 ივლისს განვითარებული მოვლენების შეფასებისას, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სახელმწიფომ ვერ დაიცვა კონსტიტუცია და ვერ დაიცვა მოქალაქეები ძალადობისგან, რაც იყო უუნარობის გამოხატულება.

5 ივლისს, მაშინ, როცა ღირსების მარში იყო დაანონსებული, სიძულვილის ჯგუფებმა თბილისის ქუჩებში დაიწყეს შეკრება. ისინი აგრესიით გამოირჩეოდნენ ჟურნალისტების მიმართ და აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და უზიანებდნენ ტექნიკას. მათი ნაწილი "თბილისი პრაიდის" ოფისში შეიჭრა, ნაწილმა კი "სირცხვლიას" ოფისის დარბევა სცადა.

შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, სულ დაშავდა 55 პირი, მათგან 53 ჟურნალისტია. ამ საქმეზე დაკავებულია ჯერ მხოლოდ 7 პირი.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG