Accessibility links

site logo site logo

ადვოკატი: გორის სპეცოპერაციისას დაკავებულები უარყოფენ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირს


გორში სპეცოპერაციის დროს დაკავებული ხუთივე პირი ქურდულ სამყაროსთან კავშირს უარყოფს და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ამის შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა ადვოკატმა ნინო შავშიშვილმა.

„გორის სამხარეო პოლიციაში წარედგინა ბრალი ხუთივე პიროვნებას. არც ერთმა არ მოაწერა ხელი ბრალის დადგენილებას და ყველგან არის განმარტებული ერთი და იგივე, რომ ისინი თავს არ ცნობენ დამნაშავედ, არ ეთანხმებიან წარდგენილ ბრალდებას და ამის საფუძველზე ისინი ხელს არ აწერენ ბრალის დადგენილებაზე“, - აღნიშნა ნინო შავშიშვილმა. მისი განმარტებით გამოძიება ხუთივე დაკავებულს ქურდული სამყაროს ტრადიციების მიმდევრობაში სდებს ბრალს. მისივე თქმით, ბრალდებულები დააკავეს რუსთავის სასამართლოს განჩინების საფუძველზე და მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდული სამყაროს წევრობას გულისხმობს.

სპეცოპერაცია გორში 8 ივლისს გამთენიისას ჩატარდა. სპეცოპერაციისას სამართალდამცველებმა 5 პირი საკუთარი სახლებიდან აიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით განმარტებას არ აკეთებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG