Accessibility links

site logo site logo

მძიმე ბრძოლის შემდეგ, ავღანეთის ჯარმა გაამაგრა პროვინციის დედაქალაქი


ავღანეთის მთავრობის თქმით, მან ასობით სამხედრო გაგზავნა ჩრდილოეთის პროვინციის დედაქალაქისკენ პოციზიების გასამაგრებლად მას მერე, რაც გამოცხადდა, რომ მოგერიებულ იქნა თალიბანის შეტევა.

თავდაცვის სამინისტრომ 8 ივლისს გამოაცხადა, რომ ბადღის პროვინციის დედაქალაქ ყალა-ე ნაუში სამხედრო ოპერაციები უფრო ინტენსიური გახდა - თუმცა, ჯერჯერობით გაურკვეველია რამდენად სრულად მოიგერიეს თალიბანის თავდასხმა, ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ბრძოლა კვლავაც გრძელდება.

ეს თალიბანის პირველი შეტევაა პროვინციის დედაქალაქზე, იმ ფონზე, როცა ეს ექსტრემისტული ძალა ებრძვის ავღანეთის არმიას, აშშ-ის ძალების ქვეყნიდან გასვლის პროცესი კი დასასრულს უახლოვდება. იუწყებიან, რომ ექსტრემისტებმა დაიკავეს სამთავრობო შენობები, მათ შორის პოლიციის შტაბბინა და სადაზვერვო სამსახურის ოფისები.

ავღანეთიდან აშშ-ის სამხედროების გასვლის პროცესის შესახებ 8 ივლისს განცხადება უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. იზრდება შეშფოთება, რომ საერთშორისო ძალების გასვლით ავღანეთში სამოქალაქო ომის დაწყების საფრთხე ჩნდება, და, შესაბამისად, პროცესი კრიტიკას იწვევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG