Accessibility links

site logo site logo

შავ ზღვაში აშშ-ის სადესანტო გემი მიემართება ერთობლივ მანევრებში მონაწილეობის მისაღებად


აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძლების სადესანტო-სატრანსპორტო გემი USNS Yuma შავ-ზღვაში მიემართება ერთობლივ ამერიკულ-უკრაინულ მანევრებში მონაწილეობის მისაღებად.

„ხომალდმა USNS Yuma-მა დაიწყო თავისი ჩრდილოური ტრანზიტი შავ ზღვაში ნატოელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთობლივი საქმიანობის მიზნით“, - ნათქვამია აშშ-ის მეექვსე ფლოტის განცხადებაში, რომელსაც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური ავრცელებს.

უკრაინაში, ოდესის აკვატორიაში, გრძელდება საერთაშორისო სამხედრო-საზღვაო წვრთნა „სი ბრიზი-2021“, რომელშიც მონაწილეობას 31 ქვეყანა ღებულობს.

სწავლებაში ჩართულია 5 000 სამხედრო, 32 გემი, 40 საფრენი აპარატი და სპეცდანიშნულების და მყვინთავების 18 რაზმი

საერთაშორისო მანევრების პასუხად, რუსეთმა წამოიწყო მასშტაბური სამეთაურო-საშტაბო წვრთნა ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, სადაც 7 ივლისს რუსეთის არმიამ საარტილერიო სროლები ჩაატარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG