Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბებმა ხელთ იგდეს ირანთან დამაკავშირებელი მთავარი სასაზღვრო პუნქტი


სახალხო ლაშქრის მსვლელობა
სახალხო ლაშქრის მსვლელობა

ავღანეთის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის თანახმად, თალიბებმა 8 ივლისს ხელ იგდეს ავღანეთისა და ირანის დამაკავშირებელი მთავარი სასაზღვრო გადასასველი და აგრძელებენ შეტევას ავღანეთის სამთავრობო ძალებზე ჰერათის პროვინიცაში. პროვინციაში ავღანეთის მთავრობის საბაჭო უწყების წარმომადგენლის, ნურ ახმად მოჰამადის თქმით, ექსტრემისტებმა ხელთ იგდეს ისლამ-კალას გადასასვლელი. სატვირთო მანქანის მძღოლებმა, რომლებიც სასაზღვრო პუნქტის მახლობლად იმყოფებოდნენ, რადიო თავისუფლებას აცნობეს, რომ ბრძოლების შედეგად რამდენიმე ავღანელმა მესაზღვრემ და სამხედრო ირანის მხარეზე გაქცევით უშევლა თავს.


რათა თავიდან აეცილებინა მსხვერპლი სამოქლაქო მოსახეობაში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, მანამდე სამთავრობო ძალებმა უკან დაიხიეს ზინდაჯანისა და კუშკ-ი-კონის რაიონებიდან.

თალიბები აცხადებენ, რომ უკვე აკონტროლებენ ორივე რაიონს. მიჩნეულია, რომ ავღანეთის მთავრობა ჰერათის პროვინციაში 19 რაიონიდან მხოლოდ 4-ს აკონტროლებენ, დანარჩენში კი თალიბები არიან გაბატონებული.

თალიბების მიერ წამოწყებული მასშტაბური კონტრშეტევების ფონზე, ქვეყნის მრავალ რეგიონში იკრიბება სახალხო ლაშქარი, რომელიც ცდილობს დაეხმაროს ავღანეთის უსაფრთხობის ძალებს ექსტრემისტების იერიშების მოგერიებაში.

ივნისის ბოლოს თალიბებმა კონტროლი დაამყარეს ასევე ტაჯიკეთთან დამაკავშირებელ „შერხან-ბანდარის“ მნიშვნელოვან საბაჟო და სავაჭრო გადასასვლელ პუნქტზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG