Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავ რეკორდულად მაღალი რჩება


რუსეთში განვლილი დღე-ღამის განმავლობაში კორნავირუსის ინფექციამ 752 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობა 25 082-ით გაიზარდა. ფედერალური სტატისტიკის თანხმად, სიკვდილიანობის წინა მაქსიმუმი 6 ივლისს დაფიქსირდა, როდესაც COVID-19-ის შედეგად რუსეთში 737 პაციენტი გარდაიცვალა.
ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადების ზრდა რუსეთში ივნისში გამოვლინდა და უკვე ივლისში შემთხვევებმა იმდენად იმატა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ უბრალოდ უარი თქვა ამ მაჩვენებლის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებაზე. ამის გამო სპეციალისტები შიშობენ, რომ პანდემიის განმავლობაში კორონავირუსით რუსეთში 500 000 ადამიანი უნდა იყოს გარდაცვლილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG