Accessibility links

site logo site logo

ტაჯიკეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა


ტაჯიკეთის აღმოსავლეთში, 10 ივლისის დილით მომხდარი 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის საგანგებო სიტაუციების სამინისტროს ცნობით, დანგრეულია 300 სახლი.
მიწისძვრის ეპიცენტრი აღმოსავლეთ რაშტის რაიონში მდებარეობს.

ქვეყნის პრეზიდენტმა, ემომალი რახმონმა, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის ხელმძღვანელობა პრემიერ-მინისტრ კოხირ რასულზოდას დაავალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG