Accessibility links

site logo site logo

ოდესაში ამერიკულ-უკრაინული საერთაშორისო სწავლების „სი ბრიზ 2021“ დახურვის ცერემონია გაიმართა


უკრაინის მთავარ საპორტო ქალაქ ოდესაში 10 ივლისს დაიხურა ამერიკულ-უკრაინული სამხედრო წვრთნა „სი ბრიზ 2021“, რომელშიც ორგანიზატორების გარდა 30 ნატოს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, 3 000-მდე სამხედრო მოსამსახურე, 30 თვითმფრინავი და შვეულმფრენი, 32 გემი, 50 ერთეული სამხედრო ტექნიკა და ასევე სპეცდანიშნულებისა და მყვინთავების 18 რაზმი იღებდა მონაწილეობას.

1997 წლიდან მოყოლებული, რაც უკრაინა თავის ტერიტორიაზე „სი ბრიზს“ მასპინძლობს, მანევრებს გამოკვეთილად სამშვიდობო ხასიათი აქვს, ემსახურება რეგიონში „სტაბილურობისა და მშვიდობის“ შენარჩუნებას და ნატოს ქვეყნებიც მონტროს კონვენციით დადგენილ სამკვირიან ვადაში ტოვებენ შავი ზღვის რეგიონს.

„სი ბრიზ 2021“-ის დაწყებას რუსეთმა დაუპირისპირა სამხედრო მანევრები ოკუპირებულ ყირიმში, სადაც რუსეთის სარდლობამ 29 ივნისს ჰაერსაწინააღმდეგო ოპერატიულ-ტაქტიკური საზენიტო სარაკეტო კომპლექსები, S-400 და Pantsir-ი, გამოსცადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG