Accessibility links

site logo site logo

დონალდ ტრამპი ტექნოლოგიურ გიგანტებს უჩივის


აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტვიტერის, ფეისბუკისა და გუგლის მიერ მის წინააღმდეგ არასწორ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტებს ცენზურაში ადანაშაულებს.

რადიოსადგურ ამერიკის ხმის ცნობით, სარჩელში, რომელიც ფლორიდის სამხრეთ ოლქში უკვე დარეგისტრირდა, საუბარია, რომ დონალდ ტრამპისა და სხვა კონსერვატიული ღირებულებების მატარებელი ადამიანების მიმართ გიგანტმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ცენზურა დააკანონეს და პლატფორმებზე წვდომა ჩამოართვეს.

„ჩვენ ვითხოვთ დაუყონებლივ შეწყდეს, სოციალური მედიის კომპანიების მიერ ამერიკელი ხალხის მიმართ უკანონო და სამარცხვინო ქმედებები. დაუყონებლივ დასრულდეს ცენზურა,“- განაცხადა ნიუ-ჯერსიში გოლფის მოედანზე მყოფმა დონალდ ტრამპმა და აღნიშნა, რომ ამ სასამართლო პროცესს ის მოიგებს და ეს ისტორიული გამარჯვება იქნება.

გუგლმა, ფეისბუკა, ტვიტერმა და სხვა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა დონალდ ტრამპი პლატფორმებიდან 6 იანვრის მოვლენების შემდეგ დაბლოკეს.

ტრამპმა პრეზიდენტობის შემდეგ ახალი საკუთარი სოციალური ქსელის შექმნაც დაანონსა, თუმცა მას ეს ნაბიჯი ამ დრომდე არ გადაუდგამს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG