Accessibility links

site logo site logo

კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 9 ადამიანი, გამოვლინდა 952 ახალი შემთხვევა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 9 პაციენტი. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 20 281 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 952 ​ შემთხვევა.

დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 4,69%,
  • ბოლო 7 დღის - 4,18%
  • ბოლო 14 დღის - 3,79%,.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 377 152 შემთხვევა. მათგან 359 226 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5 452 ადამიანი. სულ აცრილია 302 388 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG