Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად პირველი ტიტული მოიგო


არგენტინის ნაკრები კოპა ამერიკის ჩემპიონი მეთხუთმეტედ გახდა.
არგენტინის ნაკრები კოპა ამერიკის ჩემპიონი მეთხუთმეტედ გახდა.

არგენტინის საფეხბურთო ნაკრებმა ოცდარვაწლიანი წარუმატებელი პერიოდი ბრაზილიაში დაასრულა - 1993 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიპოვა და ისევ კოპა ამერიკის თასი. თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთის სუპერვარსკვლავმა, „ოქროს ბურთის“ ექვსგზის მფლობელმა ლიონელ მესიმ კი სულაც პირველად იზეიმა ნაკრების მაისურით დიდი გამარჯვება.

კოპა ამერიკის წლევანდელ გათამაშებას ბრაზილიამ უმასპინძლა. არგენტინელებმა „მარაკანაზე“ გამართულ გადამწყვეტ მატჩში, ანხელ დი მარიას გოლით მოუგეს ტურნირის მასპინძელს და დიდ სანაკრებო შეჯიბრებებზე წაგებული ფინალების ექვსმატჩიანი სერია შეწყვიტეს.

არგენტინის ნაკრები კოპა ამერიკის ჩემპიონი მეთხუთმეტედ გახდა და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა ურუგვაის. ბრაზილიის ანგარიშზე ცხრა ტიტულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG