Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბული მოუწოდებს ევროპის ქვეყნებს, რომ დროებით შეაჩერონ ავღანელების იძულებითი დეპორტაცია


ავღანეთის მთავრობამ თხოვნით მიმართა ევროპის ქვეყნებს, რომ თალიბანის მხრიდან ძალადობის ზრდისა და კორონავირუსის პანდემიის გამო მომდევნო სამი თვის განმავლობაში შეაჩეროს ავღანელთა იძულებით დეპორტაცია.

ავღანეთში საომარი მდგომარეობითა და COVID-19-ის მესამე ტალღით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური დაძაბულობა, ხელს არ უწყობს მიგრანტთა დაბრუნებას, - განაცხადა 10 ივლისს ავღანეთის დევნილებისა და რეპატრიაციის საქმეთა სამინისტრომ. ავღანეთის მთავრობას განსაკუთრებით აწუხებს დაბრუნებულთა უსაფრთხოება იმ ფონზე, როდესაც ინტენსიური ბრძოლების შედეგად ქვეყნის შიგნით იძულებით ადგილნაცვალთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

ავღანეთში, თალიბებმა ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყნის ჩრდილოეთით ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავეს და ქვეყნის შიგნითაც აგრძელებენ წინსვლას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG