Accessibility links

site logo site logo

თურქმენეთის პრეზიდენტმა ხელისუფლებაში მყოფი თავისი შვილი დამატებითი ფუნქციებით აღჭურვა


სერდარ ბერდიმუხამედოვი

თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, ქვეყნის ავტოკრატმა პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა თავის უმცროს შვილ სერდარს, ეკონომიკური, საბანკო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მუშაობის კურირება დაავალა ქვეყანაში შექმნილი მწვავე ფინანსური კრიზისის ფონზე.

39 წლის სერდარ მუხამედოვი, რომელსაც საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობის საკმაო გამოცდილება აქვს, 5 თვის წინ, ქვეყნის ვიცე-პრემიერად და თურქმენეთის კონტროლის უმაღლესი პალატის თავმჯდომარედ დაინიშნა.
გარდა ამისა, თურქმენეთის პრეზიდენტმა თავისი შვილი, რუსეთის ლიდერობით მოქმედ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეკონომიკურ საბჭოში, თურქმენეთის წარმომადგენლად დანიშნა.

თურქმენეთის პრეზიდენტის 39 წლის შვილს მანამდე ეკავა მშენებლობისა და წარმოების მინისტრის პოსტი. მისი ასეთი სწრაფი აღმასვლა კარიერულ კიბეზე წარმოშობს ვარაუდს, რომ 63 წლის ავტოკრატი ლიდერი შვილს თავის პოლიტიკურ მემკვიდრედ ამზადებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG